გაკვეთილის თემა
|
რევაზ ინანიშვილი „მუხა“
|
|||
სწავლების საფეხური:
|
საბაზო საფეხური,მე-5 კლასი
|
|||
მოსწავლეთა პროფილი
|
24 მოსწავლე
|
|||
აქტუალობა
|
ბუნებას ადამაინები დაუდევრად ეპყრობიან; არ უფიქრდებიან, რომ „ბებერ“ ხეებსაც სჭირდებათ მოვლა-პატრონობა, ასვეე მოხუცებულებს არ აქცევენ ყურადღებას, ვერ ათვიცნობიერებენ, რომ როდესმე თვითონაც იმავე მდგომარეობაში იქნებიან წლების შემდეგ.
|
|||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მო მოსწავლეები შეძლებენ
ტექსტის გაგება–გააზრებას, ვარაუდების გამოთქმას,
სიტყვის მნიშვნელობის დადგენას
· მოსწავლეები შეძლებენ კითხვის
სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას ტექსტის უკეთ გაგებისთვის.
· გამოუმუშავდებათ
პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ;
· გააცნობიერებენ
ბუნებაში ადამიანის უხეშად ან დადებითად ჩარევით
გამოწვეული შედეგების მნიშვნელობას
შეძლებენ სხვისი აზრის, სურვლებისა და დამოკიდებულებების
პატივისცემას.გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი
საკითხების მიმართ;
· გააცნობიერებენ
ბუნებაში ადამიანის უხეშად ან დადებითად ჩარევით
გამოწვეული შედეგების მნიშვნელობას
· გაიმდიდრებენ ლექსიკას ტექსტში გამოყენებული
სიტყვებითა და ფრაზეოლოგიზმებით;
· განიმტკიცებენ ცოდნას მხატვრული
ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების შესახებ.
შეძლებენ მოცემული ტექსტის
ძირითადი იდეის გაგება-გააზრებას;
· აითვისებენ ახალი
სიტყვების მნიშვნელობაზე მუშაობის სტრატეგიას;
· განუვითარდებათ მეგობრობის,
თანაგრძნობის, სხვისი პატივისცემის, ემპათიის უნარები.
|
|||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ფურცლები,მარკერი,პროექტორი,დაფა
|
|||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილის ეტაპები
წაკითხვამდე
· მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად
შემდეგი პრინციპით: თითოეულ ჯგუფს მერხზე მიმაგრებული ექნება ქაღალდისაგან
დამზადებული მუხის ხე ფოთლების და რკოს გარეშე.მოსწავლეები აიღებენ
წინასწარ დამზადებულ ქაღალდის ფოთლებსა და რკოს, თითოეულზე ეწერება ერთი
სიტყვა, კატეგორიებად უნდა დააჯგუფონ ისინი,მიამაგრონ ხეს და განლაგდნენ
შესაბამის ჯგუფში.
მაგ: I ხე- ვინ კითხვა დაესმის
1.გოგონა,2 შვილიშვილი,3.მონადირე,4.ადამიანი.
II ხე- რა კითხვა
დაესმის: 1.მუხა,2. ნისკარტი, 3.კოდალა,4.ციყვი.5.ქარი.
III ხე- კითხვა როგორ
დაესმის:1.უძრავი;2.პატარა;3.აღტაცებული;4.მრისხანე;5.ლამაზი.
IV ხე-რიცხვითი სახელებია:
მეხუთე,ოცდამეერთე,მეასე,მეოთხედი,შვიდი.
V ხე-ნაცვალსახელებია:მე,შენ,ის,ჩვენ,თქვენ.
· მასწავლებელი გააცნობს გაკვეთილის
მიზნებს, ნაწარმოების ავტორსა და სათაურს, მეთოდსა და აქტივობებს.
დაურიგებს ორი ფერის ქოლგას-წითელი „დახმარება მჭირდება“,ყვითელი-„ვმუშაობ“.
„ასოციაციური რუკის“ საშუალებით
იმსჯელებენ სათაურზე .
· ტექსტის წაკითხვამდე
მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი ტექსტში გამოყენებული
ერთი უცნობი სიტყვის მნიშვნელობას გამოარკვევს „სიტყვის
აბლაბუდას“ სქემის გამოყენებით.
(მასწავლებელი შეახსენებს
მოსწავლეებს აღნიშნული სტრატეგიის გამოყენების
თანმიმდევრობას). მასწავლებელი დაურიგებს მათ სამუშაო
ფურცლებსა და ინსტრუქციას
ეს სიტყვებია:1) ჯმუხი;
2)ყურებსიფრიფანა; 3)ჭარმაგი; 4) ბღუჯა;
5)ტანდაკოჟრი
მოსწავლეები შეავსებენ
ზოგიერთ პუნქტს კითხვის პროცესში,ზოგიერთს კითვის დასრულების შემდეგ.
წაკითხვის დროს
· მასწავლებელი მოსწავლეებს მიაწვდის
ტექსტზე მუშაობის მკაფიო ინსტრუქციას. · მასწავლებელი უკითხავს პირველ
აბზაცს და ეუბნება მოსწავლეებს წაკითხული მონაკვეთი გააცოცხლონ
წარმოსახვაში და შეავსონ სქემა ჯგუფებში.მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები
გააკეთებენ სქემის პრეზენტაციას და შეავსებენ ფორმატზე გამოსახულ სქემას.
მოსწავლეები განაგრძობენ
ჯგუფებში რამდენიმე ნაწილისგან დაყოფილი ტექსტის კითხვას,ასრულებენ
„სიტყვის აბლაბუდას“ შევსებას და აკეთებენ პრეზენტაციას.
დაიწყებენ ნაწარმოების იდეის გააზრებას,გამოყოფენ
საინტერესო ფაქტებს.ავსებენ ფორმატზე დახაზულ სქემას სახელწოდებით „ჩემი
ალბომი“.
წაკითხვის
შემდეგ
მოსწავლეები მსჯელობენ და
პასუხობენ კითხვებს:
1.როგორია მუხა? ვის გვახსნებს იგი
რეალურ ცხოვრებაში?
2. რა არის ნათქვამი მუხის სტუმრებზე:ქორზე,კოდალაზე?
3.ამჩნევდნენ თუ არა მოქეიფე
მონადირეები მუხას?
4.რა გამოიხატა ბაბუისა და გოგონას
საქციელით?
5.იგრძნობა თუ არა მოთხრობაში
იმედი?
შეავსებენ სქემას „მოთხრობის
რუკას“:
· ურთიერთსეფასება-ინტერვიუ
მოსწავლესთან
· საშინაო დავალება
მეც დავბერდები.......
|
Sunday, July 10, 2016
გაკვეთილის გეგმა- რევაზ ინანიშვილის "მუხა"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment