Sunday, July 10, 2016

პროექტი ქართული ენის კვირეული სკოლაში




1
პროექტის სახელწოდება
„ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“
ქართული ენის კვირეული სკოლაში.
2
მთავარი იდეა

·         მოსწავლეებმა  გააცნობიერონ  ქართული ენის სიძველე და  სიდიადე;·         ეზიარონ  მრავალჭირვარამგამოვლილ ქართული ენის მადლს;


3
აქტუალობა
ყოველ დროსა და ეპოქაში ქართველისთვის ენა ღვთიური სიმაღლისა იყო და არის. მშობლიურ ენას საუკუნეების მანძილზე იცავდა ქართველი და სამწუხაროდ, დღესაც სჭირდება დაცვა მას, მის სიწმინდეს; ამდენად, ქართული ენის მნიშვნელობისა და სიდიადის გაცნობიერება უმთავრესია დღესაც. სწორედ ამის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ეს  პროექტი.
4
მიზნები
·         ეროვნულ ფასეულობებთან ზიარება (მშობლიური ანბანის, მშობლიური ენის სიყვარულის ჩანერგვა, მის ფესვებში ჩახედვა, გაცნობიერება იმისა, რომ ის დიდებული და განუმეორებელია)მოსწავლეთათვის კითხვის (მეტყველების) კულტურის გამომუშავება (სწორი ინტონაციებით კითხვა, პოეტური ფრაზის ემოციურად აღქმისა და გადმოცემის ჩვევების ჩამოყალიბება);
  • ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების შეჯერების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • მოსწავლეთა შორის კომუნიკაცისა ხელშეწყობა და თანამშრომლობა მასწავლებლებთან;
  • შემოქმედებითი უნარების სტიმულირება;
  • საკუთარი თავის წარმოჩენით მოსწავლეთა თვითდამკვიდრებისა და თვირეალიზაციის ხელშეწყობა;
  • გუნდური, წყვილური, ინდივიდუალური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთა მოტივირება.
  •  

5
ასაკი
13 წელი
6
ვადები/ხანგრძლივობა
1თვე
7
შედეგები/პროდუქტები რაც შეილება შეიქმნას
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
·         ქმნის პრეზენტაციებს ქართული ენის წარმოსობასტან დაკავშირებულ თემებზე.

8
რესურსები
კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ფურცლები,კალამი.
9
მსვლელობა/ძირითადი აქტივობები
·         მოსწავლეები გაეცნობიან ქართული დამწერლობის  წარმოშობის  ვერსიებს;
·         მოიძიებენ ინფორმაცია და მომზადებენ პრეზენტაციებს ქართული ენის, ქართული ანბანის, დედა ენის , ფარნავაზის შესახებ;
·         გაიხსენებენ გოგებაშვილის ბიოგრაფია, მის შემოქმედება;
·         შეადარებენ ,,დედაენის" ძველ და ახალ გამოცემებს;
·         მოიძიებენ ქართული ენისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სიმღერებს, ისწავლიან, გააანალიზებენ, შეადარებენ ერთმანეთს; იმუშავებენ გამომსახველობით კითხვაზე;
·         ერთად განვახორციელე კვლევა; ჩავატარე ანონიმურ გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, რისი საშუალებითაც შევიქმნით წარმოდგენა, თუ რამდენად ხშირად გამოიყენებენ მოსწავლეები ჟარგონებსა და ბარბარიზმებს ყოველდღიური ურთიერთობებისას; პასუხებზე დაფუძნებით შევადგენთ თვისობრივ დიაგრამებს და სტატისტიკურ ცხრილებს;
·         .თერჯოლის რაიონალური გამგეობის წინ ,ხალხმრავალ ადგილზე მოაწყობთფლეშ მობს”  თემაზე_ვკითხულობთ დედა ენას.
·         .თერჯოლის ქუჩებში და სკოლის ფოიეში გააკრავენ მოსწავლეები  შემდეგი შინაარის პლაკატებს:”სწორია_არასწორია”,ბარბარიზმებს,ცნობილ ქართველთა გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ,ქართულ იდიომებს.
·         მოიძიენ ინტერნეტში ისტორიულ კადრებს 1978 წლის 14 აპრილის შესახებ და მოამზადებენ სიუჟეტს ამ საკითხის ირგვლივ.
·         ჩვენ ვისმენთ ლექსებს: მოსწავლეები და მასწავლებელი ინტერნეტში მოიძიენ ქართული  ლექსების აუდიო  ვერსიებს  და შემდეგ დასვენებებზე სკოლის ფოიესი გააჟღერებენ
·         ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებსმომავლის კლასი”, სადაც პროექტის პრეზენტაციას განვახორციელებთ.

10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ.-სთან კავშირი
ქართული,ისტორია,ი.ს.ტ.
11
პროექტის ხელ-ლი:
თამარ ამირანაშვილი
12
ხელ-ლის ელ.ფოსტა
amiranashvilitamuna@gmail.com
13
ბლოგი:





No comments:

Post a Comment